15:45 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-14 09:47:04, 1425 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - სახელმწიფოს აბსოლუტურად ყველა ელემენტი ისე უნდა იყოს მორგებული, რომ ომის დასრულების დრო ჩვენ განვსაზღვროთ

სახელმწიფო მუშაობის აბსოლუტურად ყველა ელემენტი ისე უნდა იყოს მორგებული, რომ ჩვენ თვითონ აქ, უკრაინაში, განვსაზღვროთ ამ ომის დასრულების დრო,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, იარაღი, ეკონომიკა, სახელმწიფოს სოციალური ფუნქციები არის ის ინსტრუმენტები, რომლებმაც უკრაინა გამარჯვებასთან უნდა დაახლოვოს.

„ჩვენი გამარჯვება, ჩვენი იარაღი, რომელიც მიაღწევს უკრაინისთვის საჭირო ყველა მიზანს, ჩვენი ეკონომიკა, რომელიც შეძლებს უკრაინელების უზრუნველყოფას საჭირო სამუშაო ადგილებით, სახელმწიფოს სოციალური ფუნქციები, რომლებიც უნდა შესრულდეს, სახელმწიფო ფუნქციონირება, უპირველეს ყოვლისა, ციფრული ფუნქციონირება, რომელიც უფრო თანამედროვე უნდა გახდეს, ვიდრე სხვაგან ევროპაში - ეს ყველაფერი ჩვენი ინსტრუმენტებია უკრაინის გამარჯვებასთან დასაახლოებლად“,- თქვა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის განცხადებით, ნატოსა და ევროკავშირთან ინტეგრაციის თემაზე მორიგი შეხვედრა გამართა.

"კიდევ ერთი შეხვედრა, ხანგრძლივი შეხვედრა ეხებოდა მოლაპარაკებების მომზადებას სხვადასხვა პარტნიორებთან.

მადლობას ვუხდი ყველას, ვინც იბრძვის და მუშაობს უკრაინისთვის! ყველა, ვინც ამჟამად ბრძოლაშია, საბრძოლო პუნქტებზე, საბრძოლო მისიებზე. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც წვრთნის ჩვენს ჯარისკაცებს, ვინც აწარმოებს იარაღს უკრაინისთვის, ვინც პოულობს ყველაფერს მსოფლიოში, რაც უკრაინას სჭირდება. მადლობას ვუხდი ყველას",- აღნიშნა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics