|
2023-09-13 09:53:50, 846 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი კიმ ჩენ ინს შეხვდა [ვიდეო]
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შეხვდა. რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის "რია ნოვოსტის" ცნობით, ლიდერების შეხვედრა ამურის რეგიონში, კოსმოდრომ "ვოსტოჩნიზე" გაიმართა. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა TASS-მაც. როგორც გამოცემა წერს, შეხვედრისას კიმ ჩენ ინმა ვლადიმერ პუტინს "თბილი დახვედრისთვის" მადლობა გადაუხადა. „გმადლობთ, რომ დაგვიპატიჟეთ და თბილად მიგვიღეთ თქვენი გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად“,- უთხრა ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა რუსეთის პრეზიდენტს. შეგახსენებთ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთში გუშინ, 12 სექტემბერს ჩავიდა. მისმა შეჯავშნულმა მატარებელმა ფედერაციის საზღვარი სამშაბათს დილით გადაკვეთა. აღნიშნულის პარალელურად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააფრთხილა ფხენიანი, რომ მოსკოვს იარაღი არ მიაწოდოს. ბაიდენის ადმინისტრაციას უკვე უპასუხეს კრემლში. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ჩრდილოთ კორეასთან დაკავშირებით, მოსკოვს ვაშინგტონის გაფრთხილება არ აინტერესებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)