22:46 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-12 17:35:14, 782 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი საქართველოში იაპონიის ელჩს, იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი საქართველოში იაპონიის ელჩს, იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, მხარეებმა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე და საერთო მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს. ჯანდაცვის მინისტრმა, ელჩს მადლობა გადაუხადა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა და სხვა ორგანიზაციების მიერ, საქართველოში განხორციელებული პროგრამებისთვის.

„გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ზურაბ აზარაშვილმა, იშიძუკა ჰიდეკის ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობა, ასევე - განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო.

იაპონიის ელჩმა, ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესები დადებითად შეაფასა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის, მზადყოფნა გამოთქვა. მხარეებმა, ერთობლივი სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა საელჩოს მესამე მდივანი ბატონი ივატარე ოტარო“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics