16:39 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-11 13:55:20, 1550 ნახვა

ომი უკრაინაში
ბერბოკი - ევროკავშირის გაფართოება რუსეთის ომის აუცილებელი გეოპოლიტიკური შედეგია

ჩვენ ვხედავთ ევროკავშირის გაფართოებას, როგორც რუსეთის ომის აუცილებელ გეოპოლიტიკურ შედეგს,- ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა უკრაინაში განაცხადა.

ბერბოკის თქმით, გერმანია EU-სკენ მიმავალ გზაზე უკრაინის მხარდამჭერია.

„ბომბების ქვეშ, რუსეთის ტანკების პირისპირ უკრაინა საკუთარ თავში დარწმუნებული და შემართული დადგა ევროკავშირის გზაზე. უკრაინა დიდი სიმამაცითა და შემართებით იცავს თითოეული ჩვენგანის თავისუფლებას. ჩვენ ვხედავთ ევროკავშირის გაფართოებას, როგორც რუსეთის ომის აუცილებელ გეოპოლიტიკურ შედეგს. ჩვენ უკრაინას გადამწყვეტ მხარდაჭერას ვუცხადებთ მის გზაზე ევროკავშირისკენ...

565 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ომი დაიწყო უკრაინაში. ყოველდღე ახალი საშინელება, ყოველდღე ახალი ტანჯვა და სიკვდილი - ეს არის უკრაინელი ხალხის სასტიკი რეალობა... პუტინს სურს ხალხის გატეხვა, დათრგუნვა და დაღლა. რუსეთი არა მხოლოდ კლავს ბომბებით, არამედ ართმევს მომავალს ათასობით უკრაინელ ბავშვს. მათ იტაცებენ ბავშვთა სახლებიდან და სკოლებიდან, რათა გადაასახლონ რუსულ ბანაკებში ან გააშვილონ",- თქვა ბერბოკმა.

ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი მოულოდნელი ვიზიტით კიევში დღეს, 11 სექტემბერს ჩავიდა. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, ეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მეოთხე ვიზიტია კიევში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics