|
2023-09-08 10:19:43, 1349 ნახვა
სამართალი
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა არასრულწლოვნის ინტიმური ფოტოებისა და ვიდეობის გაყიდვის ფაქტზე 1 პირი დააკავა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2003 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა სოციალური ქსელის საშუალებით 15 წლის გოგო გაიცნო და მასთან აქტიური კომუნიკაციით ნდობა მოიპოვა. შედეგად, არასრულწლოვანმა დაზარალებულმა მას თავისი პირადი ინტიმური ფოტოები და ვიდეოები გადაუგზავნა. აღნიშნულით ბოროტად ისარგებლა ბრალდებულმა და დაზარალებულის სურათით სოციალურ ქსელში ყალბი გვერდი შექმნა, რომლითაც მომხმარებლებს თანხის სანაცვლოდ 15 წლის გოგოს ინტიმური ფოტოებისა და ვიდეოების შესყიდვას სთავაზობდა. ხოლო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემდეგ, იგი მყიდველს დაზარალებულის შიშველი სხეულის ფოტოებსა და ინტიმურ ვიდეოებს უგზავნიდა. „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვის შემდეგ, გამოძიება, არასრულწოვნის კონფიდენციალურობის სრული დაცვით წარმართა. ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, გამოვლენილი იქნა 2003 წელს დაბადებული მამაკაცი, რომლის მობილური ტელეფონიდან დაზარალებულის ინტიმური ფოტოები და ვიდეობი, ასევე მათი გაყიდვის დამადასტურებელი მიმოწერები იქნა ამოღებული. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ზუგდიდის რაიონში დააკავეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)