|
2023-09-07 17:34:26, 1415 ნახვა
რეგიონი
აჭარიაში შრომის უსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს „გლობალური განვითარების ორგანიზაციის“ დელეგაციას უმასპინძლეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრის მიზანს შრომის უსაფრთხოების საკითხებში ქართულ-გერმანული პროექტის სამომავლო თანამშრომლობის განხილვა წარმოადგენდა. „შეხვედრას აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ნონა გალოგრე, სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი მახარაძე და აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი, თეიმურაზ კახიძე ესწრებოდნენ. „გლობალური განვითარების ორგანიზაციის“ დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში განიხილეს წინა წლებში ააიპ „ბიზნეს საქართველოსთან“ ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში, შრომის უსაფრთხოების სფეროში დაწყებული თანამშრომლობის შედეგები. შეხვედრაზე ასევე, ხაზი გაესვა სამომავლო თანამშრომლობის ძირითად მიმართულებას - საქართველოში შრომის უსაფრთხოების მოქმედი სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას, რომლის პროცესში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის „შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის ექსპერტთა ასოციაცია (VDSI)“ იქნება ჩართული. პროექტის ფინანსურ და საექსპერტო მხარდაჭერას უზრუნველყოფს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს“ გლობალური განვითარების ორგანიზაცია“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)