|
2023-09-06 17:51:53, 663 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ გომელაურმა სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს - არგიშტი კიარამიანს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას სხვადასხვა მიმართულებით. "ვახტანგ გომელაურმა ასევე აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის ჩამოყალიბებულია აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა, რაც ქართული მხარისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს მხარეთა შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე. ვახტანგ გომელაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული მხარე ყოველთვის მზადაა სომხურ მხარესთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოებაზე. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივებზე ისაუბრეს და იმედი გამოთქვეს, რომ ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გაღრმავდება",- აღნშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)