02:44 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-06 15:56:54, 860 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის უმაღლესმა რადამ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე რუსტემ უმეროვი დაამტკიცა

უკრაინის უმაღლესმა რადამ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე რუსტემ უმეროვი დაამტკიცა. მის კანდიდატურას მხარი 338-მა დეპუტატმა დაუჭირა.

რადამ უმეროვი გუშინ, 5სექტემბერს სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა, რომელიც მას გასული წლის 7 სექტემბრიდან ეკავა. რადამ გუშინვე მხარი დაუჭირა ოლექსეი რეზნიკოვის გათავისუფლებას თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან.

3 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრის გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო. 

ამასთან, 4 სექტემბერს, ოლექსეი რეზნიკოვმა თანამდებობიდან გათავისუფლების განცხადებით უკრაინის რადას მიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics