17:32 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-05 20:04:18, 1113 ნახვა

ომი უკრაინაში
დანილოვი - ომის პირობებში არჩევნების ჩატარება ქვეყნის შიდა დესტაბილიზაციის საკითხია

ომის პირობებში არჩევნების ჩატარება ქვეყნის შიდა დესტაბილიზაციის საკითხია, - ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინამ, როგორც სახელმწიფომ, უნდა უზრუნველყოს ხმის მიცემის უფლება ყველა მოქალაქისთვის, რისი გაკეთებაც ომის ასეთ აქტიურ ფაზაში შეუძლებელია.

„რუსეთს არ შესწევს უნარი, სამხედრო გზით დაამარცხოს ჩვენი ქვეყანა. მათ ერთადერთი სიტუაცია რჩებათ - ჩვენი [ქვეყნის] შიდა დესტაბილიზაციის საკითხი. გაითვალისწინეთ, რომ არჩევნების ჩატარება იმ პირობებში, რომელშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება, შიდა დესტაბილიზაციის საკითხია. რატომ? რა არის არჩევნები, პირველ რიგში? ეს არის პლატფორმების შეჯიბრი, ეს არის უზარმაზარი დებატები, ეს არის იმის გარკვევა, თუ რა მიმართულებით უნდა წავიდეს ქვეყანა. საუბარია საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე. წარმოგიდგენიათ როგორ განვითარდება ასეთი დისკუსიები ომის პირობებში?“ - აღნიშნა უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics