|
2023-09-02 11:17:34, 1247 ნახვა
სამართალი
შსს - კახეთის პოლიციამ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისთვის 1 პირი გამოავლინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა დასაგამოძიებო მოქმედებების შედეგად,მიმდინარე წლის 30 მარტს, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.ძ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, ბ.ძ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, რევოლვერიდა 5 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. პოლიციის მიერ ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია მობილური ტელეფონი, რომლის საშუალებითაც გამოიკვეთა, რომ ბრალდებული კავშირში იყო "ქურდული სამყაროს" წევრებთან და მათი საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით დანაშაულებრივ საქმიანობას ახორციელებდა. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უკავშირდებოდა საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“, აქტიურად მონაწილეობდა პირადი კონფლიქტებისა თუ ფინანსური დავების „ქურდული წესით“ გადაწყვეტაში. აღნიშნულ საქმეზე ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბ.ძ.-ს ბრალი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც „ქურდული სამყაროს’’ საქმიანობის მხარდაჭერას გულისხმობს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)