|
2023-08-30 12:34:40, 1203 ნახვა
რეგიონი
აჭარაში სამინისტროს თანადაფინანსებით უსაფრთხო საცხოვრებელი 11-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს “ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის” 2023 წლის პროგრამის ფარგლებში, უსაფრთხო საცხოვრისი დამატებით 11-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, საკუთრების რეგისტრაციის პროცედურა ბათუმის იუსტიციის სახლში გაიმართა, რომელსაც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ედუარდ ნაკაშიძე ესწრებოდა. "მიმდინარე წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში საცხოვრისი თანადაფინანსებით 51-მა ოჯახმა უკვე შეიძინა. სამინისტრო თითოეულ ეკომიგრანტ ოჯახს 40 000 ლარით აფინანსებს. პროგრამის ფარგლებში უსაფრთხო საცხოვრისს მოქალაქე თავად მოიძიებს, წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, გაივლის ექსპერტიზას და დადებითი დასკვნის შემთხვევაში სახელმწიფოსგან მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ დაფინანსებას", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ, ედუარდ ნაკაშიძემ. სამინისტრო “ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის” პროგრამას 2016 წლიდან ახორციელებს, დღემდე პროგრამის ფარგლებში შეძენილია 667 საცხოვრებელი ფართი. მიმდინარე წელს სამინისტრომ თანადაფინანსების წილი 40 000 ლარამდე გაზარდა. წლის ბოლომდე პროგრამით 100 ოჯახი ისარგებლებს, ჯაში გამოიყოფა 4 080 000 ლარი.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)