|
2023-08-30 12:32:15, 1218 ნახვა
რეგიონი
30 აგვისტო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, სამთავრობო უწყებების და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრებმა ქ. ბათუმში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ღონისძიებას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ. „თარიღის აღნიშვნის მიზანია ქვეყანაში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის უკვდავყოფა, მათი ოჯახების ტკივილის გაზიარება და ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც ახლობელი ადამიანის გაუჩინარების შედეგად იქმნება. საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად 2000-ზე მეტი ადამიანია გაუჩინარებული, რომელთა ოჯახებისთვის დღემდე უცნობია მათი ახლობელი ადამიანების ხვედრი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)