03:59 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-30 10:44:19, 761 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ში რუსეთის საელჩო - ზელენსკის გაკოტრებული რეჟიმისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნა თვალთმაქცობაა

ზელენსკის გაკოტრებული რეჟიმისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნა თვალთმაქცობაა,- ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ვაშინგტონი არავითარ შემთხვევაში არ იტყვის უარს უკანასკნელ უკრაინამდე რუსეთთან ბრძოლის კონცეფციაზე.

„ზელენსკის გაკოტრებული რეჟიმისთვის მეოთხედი მილიარდი დოლარის ღირებულების HIMARS-ების ჭურვებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების მიწოდება, ასევე მეოთხედი მილიარდი დოლარის ღირებულების სხვა საბრძოლო მასალის მიწოდება თვალთმაქცობის პიკია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოფიციალური პირები სამხედრო დახმარებას "უკრაინის ხალხისადმი ზრუნვით" ხსნიან. ფაქტობრივად, ვაშინგტონი არავითარ შემთხვევაში არ იტყვის უარს უკანასკნელ უკრაინამდე რუსეთთან ბრძოლის კონცეფციაზე",- აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, აშშ უკრაინას 250 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics