14:23 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-29 16:09:19, 554 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ჯონათან ჯანოგლის შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარეს, ჯონათან ჯანოგლის შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები იყო განხილვის მთავარი თემა დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარეს ჯონათან ჯანოგლისა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს ირაკლი კობახიძეს შორის.

ირაკლი კობახიძემ ჯგუფის თავმჯდომარეს და დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის. როგორც მან განაცხადა, საერთაშორისო ასპარეზზე ბრიტანეთის მხარდაჭერა საქართველოსთვის არსებითად მნიშვნელოვანია.

„ჩვენ გამორჩეული მეგობრები გვყავს ბრიტანეთის პარლამენტში, პირველ რიგში, მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის და ასევე, სხვა პარლამენტარებს მადლობა მინდა გადავუხადო მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics