|
2023-08-28 21:29:20, 951 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ჩვენ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, ხოლო „რუსული ოცნება“ ქართველი ხალხის გასაშვები იქნება
შარლ მიშელის განცხადება ადასტურებს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს საქართველოს მოსახლეობა მიიღებს და მინიშნებები, რომელიც კეთდება დასავლეთიდან პირდაპირ მიანიშნებს ერთ რამეზე - ჩვენ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, ხოლო რუსული პარტია იქნება ქართველი ხალხის გასაშვები, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირი არის ისე ახლოს, როგორც არასდროს არ ყოფილა და ამ ფონზე მმართველი პარტია “კანდიდატის სტატუსის საბოტაჟირებას ახდენს”. „ევროკავშირი არის ისე ახლოს, როგორც არ ყოფილა არასდროს და ჩვენდა საწმუხაროდ ბიძინა ივანიშვილის რუსული პარტია საბოტაჟირებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, თუმცა ვიტოვებ იმედს, რომ ქართველი ხალხი, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ამ კანდიდატის სტატუსს და რომელიც აუცილებლად შეცვლის ამ ხელისუფლებას, მიხუედავად უთანასწორო, მათ შორის საარჩევნო გარემოსა, დარწმუნებული ვარ, რომ მიიღებს სტატუსს. რაც შეეხება შარლ მიშელის განცხადებას, ეს არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს საქართველოს მოსახლეობა მიიღებს, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და რუსული პარტია არის მოსაშორებელი. მინიშნებები, რომელიც კეთდება დასავლეთიდან პირდაპირ მიანიშნებს ერთ რამეზე - ჩვენ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, ხოლო რუსული პარტია იქნება ქარტველი ხალხის გასაშვები”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. ცნობისთვის, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, როდესაც აუცილებელი ნაბიჯების გადადგმას დაასრულებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)