|
2023-08-20 16:37:20, 4126 ნახვა
კომენტარი
რუსეთის მარიონეტმა ინალ არძიმბამ ზელენსკი სააკაშვილს შეადარა
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მარიონეტმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეადარა. აფხაზეთის საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 2008 წლის 8 აგვისტო არის „საქართველოს სამხრეთ ოსეთზე თავდასხმის დღე“, რომელიც საქართველოს ისტორიაში „სამარცხვინო“ დღედ დარჩება. ინალ არძინბას თქმით, 2008 წელს ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი "ფიქრობდა, რომ მას შეეძლო რუსეთის დამარცხება", მაგრამ 15 წლის შემდეგ ის "ის სამშობლოში ციხეში აღმოჩნდა - ფსიქიატრების მეთვალყურეობის ქვეშაც კი". ამასთან დაკავშირებით, არძინბა პარალელს ავლებს უკრაინის პრეზიდენტთან და ზელენსკის უწოდებს „რუსოფობიის მორიგ მსხვერპლს“, რომელიც „პოლიტიკური ამბიციების გამო“ დაემუქრა „უკრაინის, როგორც გეოპოლიტიკური რეალობის არსებობას“. „დღეს რუსოფობიის კიდევ ერთი მსხვერპლი რუსეთს დაუპირისპირდა - ზელენსკი. არ ჰქონდა საჯარო მმართველობის გამოცდილება, დაუდევრად და არაპროფესიონალურად, თავისი პოლიტიკური ამბიციების გამო, საფრთხეს უქმნიდა უკრაინის, როგორც გეოპოლიტიკური რეალობის არსებობას. დასავლელმა კურატორებმა, თავიანთი ხალხების ბუნებრივი წნეხის ქვეშ, უკვე დაიწყეს უკრაინის პრეზიდენტის დისტანცირება. და სად იქნება ზელენსკი 15 წელიწადში? კითხვა რიტორიკულია“, - განაცხადა არძინბამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შედეგების შეფასებისას. ინალ არძიმბა სწავლობდა მოსკოვში, იგი რუსეთის სპეცსამსახურების გამოზრდილ მარიონეტად მიიჩნევა.
სომხეთში „გაზპრომ-სომხეთის“ თანამშრომლები მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს
3 ოქტომბერს ვანში, წალკაში, დმანისში და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გვარამია: საქართველოს დამაქცევარ ივანიშვილის რეჟიმს მინდა ვკითხო - ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში?
NATO: ალიანსი 24/7 რეჟიმში არის მზად, უპასუხოს ნებისმიერ შესაძლო საფრთხეს, რათა დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორია და ხალხი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)