05:51 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-19 10:58:47, 1357 ნახვა

სამართალი
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისა და შსს-ს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საბაჟო გამშვებ პუნქტში "თბილისის აეროპორტი", განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული ნივთიერება "კოკაინი" აღმოაჩინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, საბაჟო კონტროლის ფარგლებში, სგპ - "თბილისის აეროპორტის" უფლებამოსილმა მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე (არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ საზღვრის გადამკვეთი მგზავრი სხეულში ან სხეულზე – მალავდა საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ საქონელს) ბრაზილიის მოქალაქის მიმართ (ა.მ.) ინდივიდუალური გასაუბრების, ასევე კუთვნილი ხელბარგის, ფიზიკური და სხეულის რენტგენო ინსპექტირების სკანერით დეტალური დათვალიერების შედეგად, 125 შეკვრად დაფასოებული, 1 კილოგრამი და 352 გრამი ნარკოტიკული საშუალება "კოკაინი" აღმოაჩინეს.  

მათივე ცნობით, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics