05:51 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-15 09:54:13, 1203 ნახვა

სამართალი
იმერეთსა და კახეთში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, იმერეთსა და კახეთში 3 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს. 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, იმერეთში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებში (გეზრულა და ჩხირაულა) და კახეთში, ქალაქ ახმეტაში, მოქალაქეებს ლენტური ტიპის უკანონო სახერხი საამქროები საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ, ასევე, კუთვნილ მიწის ნაკვეთში ჰქონდათ მოწყობილი. 

"ტერიტორიებიდან ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული წიფლისა და წაბლის სახეობის 21 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) და წაბლის სახეობის 5 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი). 

ვინაიდან სამივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics