|
2023-08-14 11:03:17, 869 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისიმ“ ციფრულ კორპორაციულ სერვისებში Global Finance-ის 8 ჯილდო მიიღო
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა ყოველწლიური შედეგები გამოაქვეყნა. 2023 წელს "თიბისიმ", როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით, განსაკუთრებულ აღიარებას 18 ნომინაციაში მიაღწია. "თიბისისთვის", როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის კორპორაციული ციფრული სერვისების განვითარება და დახვეწა პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოცემამ "თიბისი" 8 ნომინაციაში დააჯილდოვა წარმატებული ციფრული კორპორაციული ინიციატივებისთვის. კომპანიები ნომინაციებში რამდენიმე კრიტერიუმით შეფასდნენ, როგორებიცაა: საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილება, სახაზინო სერვისები და სხვა. „მოხარულები ვართ, რომ "თიბისიმ" რამდენიმე მიმართულებით მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. აღნიშნული ჯილდოები იმის დადასტურებაა, რომ "თიბისი" წარმატებით ასრულებს გაციფრულებისა და დისტანციური არხების განვითარების სტრატეგიას. როგორც ერთგული ფინანსური პარტნიორი, მხარს ვუჭერთ თითოეულ პარტნიორ კომპანიას, ბიზნესსა თუ ცალკეულ მომხმარებელს სწორედ იმ სერვისებით, რომლებმაც ეს მნიშვნელოვანი ჯილდოები მოგვაპოვებინა“, – აცხადებს ვახტანგ ბუცხრიკიძე, "თიბისის" გენერალური დირექტორი. ჟურნალი Global Finance 1987 წლიდან გამოდის და მას მსოფლიოს 190 ქვეყანაში კითხულობენ. გავლენიანი გამოცემა უკვე 35 წელია მსოფლიოში სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით საუკეთესო ბანკებს ასახელებს. საერთაშორისო ჟურნალი მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა და დიდი ნდობით სარგებლობს ფინანსურ წრეებში. Global Finance რეგულარულად აჯილდოებს საუკეთესო შედეგების მქონე ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა მიმწოდებლებს. მსოფლიოს ფინანსური საზოგადოებისთვის კი, Global Finance-ის ჯილდოები საბანკო საქმიანობის შეფასების სანდო და ობიექტური სტანდარტია.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)