21:42 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-10 12:40:47, 2218 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკის განცხადებით, გერმანია უკრაინას დამატებით Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გერმანია უკრაინას დამატებით Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს. 

სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს აღნიშნული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები ხალხს, ქალაქებსა და სოფლებს დაეხმარება.

"დღეს ჩვენ გვაქვს კარგი ამბავი გერმანიიდან - ზუსტად ის, რაზეც შევთანხმდით ოლაფ შოლცთან. ჩვენ გვაქვს დამატებითი Patriot-ის გამშვები სადგურები. დიდი მადლობა, ოლაფ, ამისთვის - ეს აუცილებელია ჩვენი ხალხის რუსული ტერორისგან დასაცავად. მადლობას ვუხდი გერმანიას და პირადად ბატონ კანცლერს ამ შეთანხმების შესრულებისთვის. ეს აუცილებლად გადაარჩენს ათასობით ადამიანის სიცოცხლეს; ეს აუცილებლად დაგვაახლოებს უკრაინისთვის სრულფასოვანი საჰაერო ფარის შექმნასთან. ეს დაეხმარება ხალხს, ქალაქებსა და სოფლებს", - თქვა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
გიორგი გახარიას ადვოკატი ჩორჩანას საქმეზე ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics