2023-08-07 09:58:21, 855 ნახვა
საზოგადოება
გლოვის დღესთან დაკავშირებით, შსს-ს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია
მთავრობის განკარგულებით, კურორტ შოვში სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
გლოვის დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები 24-საათიან რეჟიმში აგრძელებენ სტიქიის დროს დაკარგული ადამიანების ძებნა-შველის ღონისძიებას",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, სტიქიას 18 ადამიანი ემსხვერპლა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,