22:26 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-03 15:30:32, 1591 ნახვა

ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - რუსეთი არის აგრესორი, რომლის ხელები ომის დანაშაულებში იდაყვებამდეა ჩაფლული

რუსეთი არის უდავო აგრესორი, რომლის ხელები იდაყვებამდეა ჩაფლული ომის დანაშაულების სისხლში, ხოცვაში და ქალაქების განადგურებაში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

პოდოლიაკის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, თუ რას ამბობს რუსეთი, რადგან "ის არის ქვეყანა, რომელიც ევროპაში უკანონო, არაპროვოცირებული, ფართომასშტაბიანი ომის ერთადერთი ავტორია".

"ნება მომეცით, შეგახსენოთ უდავო ჭეშმარიტება - არ აქვს მნიშვნელობა, რას ამბობს რუსეთი, რადგან ეს არის ქვეყანა, რომელიც ევროპაში უკანონო, არაპროვოცირებული, ფართომასშტაბიანი ომის ერთადერთი ავტორია. რუსეთი არის უდავო აგრესორი, რომლის ხელები იდაყვებამდეა ჩაფლული ომის დანაშაულების სისხლში, ხოცვაში და ქალაქების განადგურებაში. მხოლოდ ამ ფაქტმა უნდა განსაზღვროს მსოფლიოს დამოკიდებულება ომის მიმართ, სამართლიანი შედეგები პუტინის რეჟიმისთვის და ომის დასრულების სცენარი. დანარჩენი უმნიშვნელოა", - წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics