20:23 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-29 14:40:32, 1931 ნახვა

სამხედრო
Cambrian Patrol 2023-ში მონაწილეობის მისაღებად თავდაცვის ძალების დაზვერვის ქვედანაყოფებმა სიუტუაციური საველე შეკრება გამართეს

ჩრდილოეთ უელსში, ოქტომბერში დაგეგმილ ყოველწლიურ სამხედრო შეჯიბრში Cambrian Patrol 2023-ში მონაწილეების შესარჩევად საქართველოს თავდაცვის ძალებმა სიტუაციური საველე შეკრება „მსტოვარი 2023“ ჩაატარა. ერთკვირიანი სწავლების მიზანი თავდაცვის ძალების სხვადასხვა სარდლობიდან მოვლენილი დაზვერვის ქვედანაყოფების მომზადების დონის შემოწმება, საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება, სტანდარტული პროცედურების დახვეწა და ახალი სადაზვერვო საშუალებების პრაქტიკული გამოცდა იყო.

„მსტოვარი 2023“-ის სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც საუკეთესო მაჩვენებელს წარმოადგენენ, ოქტომბერში დიდ ბრიტანეთში გაემგზავრებიან და სამხედრო შეჯიბრში Cambrian Patrol 2023-ში მიიღებენ მონაწილეობას. „მსტოვარი 2023“-ის საჩვენებელი სწავლება მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის ბაზაზე ჩატარდა. სწავლებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. საჩვენებელ სწავლებაზე სამხედრო მოსამსახურეებმა გამძლეობის შესამოწმებელი ის სავარჯიშოები წარმოადგინეს, რომლის განხორციელებაც მათ უელსის მთიან რელიეფზე მოუწევთ. წვრთნის დროს სამხედროებმა პრაქტიკაში ახალი სადაზვევრო საშუალებებიც გამოსცადეს, მათ შორის სადაზვერვო დრონები, ანტი-დრონები, სკანერები, სადაზვერვო სათვალთვალო საშუალებები და შეჯავშნული ტაბლეტები.

„მსტოვარი 2023“-ის ერთკვირიანი შეკრების ფარგლებში დაზვერვის ქვედანაყოფებმა თეორიული და პრაქტიკული ეტაპები გაიარეს, რაც სადაზვერვო, სამედიცინო და საინჟინრო მომზადებას, რქბ დასნებოვნების პირობებში დაზვერვას, ტაქტიკურ უნარჩვევებზე დაკვრივებასა და შეფასებას და თვითგადარჩენას მოიცავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics