13:21 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-25 10:43:09, 1080 ნახვა

მსოფლიო
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც გენდერის შეცვლის პროცედურებს კრძალავს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გენდერის შეცვლის პროცედურების ამკრძალავ კანონს ხელი მოაწერა. ამის შესახებ რუსული მედია იურიდიული ინფორმაციის პორტალზე დაყრდნობით იტყობინება.

განკარგულების თანახმად, სქესის შეცვლა მხოლოდ სამედიცინო დანიშნულების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

როგორც სამთავრობო-პროპაგანდისტული გამოცემა "რია ნოვოსტი" წერს, იკრძალება სამედიცინო ჩარევები, მათ შორის მედიკამენტოზური, რომლებიც სქესის შეცვლისკენ არის მიმართული.

კანონი არ ეხება იმ ტიპის ჩარევას, რომელიც "ბავშვებში თანდაყოლილი ანომალიის მკურნალობას ითვალისწინებს" და რომელსაც სამედიცინო კომისია განსაზღვრავს. 

ამავე კანონით, თუ ერთ-ერთი მეუღლე შეიცვლის სქესს, ქორწინება უქმდება. გარდა ამისა, სქესის შემცვლელს აეკრძალება ბავშვების შვილად აყვანა.

კანონის ნორმები არ ვრცელდება მათზე, ვინც მის ძალაში შესვლამდე შეიცვალა სქესი.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ევგენია კოტოვამ ფედერაციის საბჭოს სოციალური პოლიტიკის კომიტეტის მიერ კანონპროექტის განხილვისას განაცხადა, რომ დოკუმენტი მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებებს არ არღვევს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics