23:53 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-23 12:36:59, 1481 ნახვა

ომი უკრაინაში
კულება ოდესაზე - მოვუწოდებ ყველას, დაგმოს ეს ბარბაროსული ომის დანაშაული

მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს და ორგანიზაციას, დაგმოს ეს ბარბაროსული ომის დანაშაული,- ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება რუსი ოკუპანტების მიერ ოდესაზე მიტანილ სარაკეტო იერიშს.

კულებას განცხადებით, რუსეთი კვლავ კლავს ხალხს და ანგრევს საკულტო ნაგებობებს.

"რუსული რაკეტები კლავს ხალხს და ანგრევს UNESCO-ს მიერ დაცულ საკულტო ადგილებს ოდესაში. ყველაზე მასშტაბური თავდასხმა მთავარ პორტზე, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსოფლიოს სასურსათო უსაფრთხოებისთვის, არის თავდასხმა მთელ გლობალურ საზოგადოებაზე. მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს და ორგანიზაციას, დაგმოს ეს ბარბაროსული ომის დანაშაული",- წერს კულება Twitter-ზე.

ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა ღამით ოდესაზე სარაკეტო იერიში განახორციელეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა ერთი და დაშავდა 22 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვია.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ფერისცვალების ტაძარი, მეცნიერებათა  სახლი და მიმდებარე საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics