02:16 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-21 10:46:47, 1061 ნახვა

პოლიტიკა
DRI - ოკუპირებულ აფხაზეთში შესასვლელად 10-დღიანი „ვიზის“ აღება ეთნიკური ქართველებისთვის ორჯერ უფრო ძვირია

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე შესასვლელად „ვიზის" აღება ეთნიკური ქართველებისთვის ორჯერ უფრო ძვირია,- ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" (DRI) ავრცელებს.

DRI-ს ცნობით, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ რეგიონში მოსახვედრად საჭირო ე.წ. ვიზის აღება რამდენიმე ეტაპიან პროცედურას ითვალისწინებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 10-დღიანი "ვიზა" ქრთამის გარეშე არ გაიცემა, ქრთამის ოდენობა კი, ეთნიკური ქართველებისთვის ორმაგია.

"ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლას და ტერიტორიიდან გასვლას აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის მიერ 2016 წელს მიღებული კანონი არეგულირებს.

ე.წ. საკანონმდებლო აქტი „აფხაზეთის რესპუბლიკაში შესვლისა და აფხაზეთის რესპუბლიკიდან გასვლის შესახებ“ ადგენს ოკუპირებულ რეგიონი შესასვლელად აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალს და განსაზღვრავს "ვიზის" სახეობებს. 

ოკუპირებულ აფხაზეთში მოსახვედრად "ვიზის" აღება რთულია და რამდენიმე ეტაპიან პროცედურას ითვალისწინებს. "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" ინფორმაციით, პროცედურა განსაკუთრებით რთულია ეთნიკური ქართველებისთვის.

ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხვედრის მსურველების რიცხვი არც ისე მცირეა, ჩასვლის სურვილი კი, ძირითადად, წინაპართა საფლავების ან ახლო ნათესავების მონახულებას უკავშირდება. 

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასასვლელად ეთნიკურ ქართველებს ე.წ. ვიზის აღება უწევთ, რომელიც როგორც წესი, 10 დღის ვადით გაიცემა. DRI-ის ინფორმაციით, ვიზა ქრთამის გარეშე არ გაიცემა. ქრთამის ოდენობა კი ეთნიკური ქართველებისთვის ორმაგია",- ნათქვამია "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics