00:40 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-20 09:48:13, 1529 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ნიკოლაევი დაბომბეს [ვიდეო]

რუსმა ოკუპანტებმა ნიკოლაევი დაბომბეს, რის შედეგადაც 3 სართულიან საცხოვრებელ კორპუსსა და ავტოფარეხებში ხანძარი გაჩნდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ნიკოლაევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი კიმი და ნიკოლაევის მერი ალექსანდრ სენკევიჩი ავრცელებენ.

სენკევიჩის თქმით, შემთხვევის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათგან 9 საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"სულ დაშავდა 18 ადამიანი, მათგან 9 საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის 5 ბავშვი. 2 ადამიანი ამოიყვანეს ნანგრევებიდან. სასწაულია, რომ მათ გადარჩენა მოახერხეს",- განაცხადა სენკევიჩმა.

თავდასხმის შედეგად, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და 15-მდე ავტოფარეხი დაზიანდა.

ამასთან, როგორც ვიტალი კიმმა განაცხადა, თავდასხმის შედეგად არიან გარდაცვლილებიც, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics