07:36 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-19 14:06:33, 1080 ნახვა

სამართალი
სამონადირეო მეურნეობა შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ მიმართ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შედგა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ, სამონადირეო მეურნეობა შპს "ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას” მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შედგა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა" სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2022 წლის 23 მარტის №38/ს ბრძანების მეორე პუნქტის „ქ)" ქვეპუნქტის თანახმად, ვალდებული იყო, ლიცენზიის გაცემიდან 12 თვის განმავლობაში სამინისტროში წარმოედგინა სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის პროექტი მის მიერ სალიცენზიო ფართობზე არსებული ბიომრავალფეროვნების კომპონენტების შესახებ, წლის სხვადასხვა სეზონისთვის ჩატარებული კვლევის საფუძველზე, სამინისტროსთან შეთანხმებული სქემისა და მოთხოვნების შესაბამისად.

„ლიცენზიანტს სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის პროექტი არ წარუდგენია, რის საფუძველზეც, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე, კომპანიის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, რომელიც ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა.  

ამასთან, შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა", საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ვალდებული იყო, ყოველწლიურად, 1 აპრილიდან 1 მაისამდე, წარმოედგინა ანგარიში სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ. „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას", დადგენილ პერიოდში, სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ 2022 წლის ანგარიში არ წარმოუდგენია; შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ აღნიშნულ სამართალდარღვევაზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, რომელიც, შემდგომი განხილვის მიზნით, ასევე გადაიგზავნა ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში“,- აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics