|
2023-07-15 18:53:19, 1368 ნახვა
სამართალი
საგარეჯოში ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
საგარეჯოში ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის ბრალდებით დაკავებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვერიკო ზათიაშვილმა მიიღო. პროკურორ ალექსანდრე ჩხაიძის განცხადებით, ბრალდებულისთვის ჟურნალისტური საქმიანობა მიუღებელია და არსებობდა საფრთხე, რომ მედიის წარმომადგენლებზე ძალადობრივი ქმედებები მომავალშიც განეხორციელებინა. "არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე ბრალდებულის მხრიდან. ვეყრდნობოდი იმ გარემობას, რომ ბრალდებულისთვის, ზოგადად, საქმის მასალებიდან გამომდინარე, ჟურნალისტების საქმიანობა არის მიუღებელი და შესაბამისად, ნებისმიერ დროს, მომავალში ჟურნალისტების მიმართ, შესაძლოა, განახორციელოს ძალადობრივი ქმედებები",- თქვა პროკურორმა, ალექსანდრე ჩხაიძემ. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საგარეჯოში ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტზე ერთი პირის დაკავების შესახებ ინფორმაცია გუშინ, 14 ივლისს გაავრცელა. "ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 6 ივლისს, ტელეკომპანია “ფორმულას” ოპერატორი სულხან ჭკადუა ქალაქ საგარეჯოში, ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა. რეპორტაჟზე მუშაობის დროს, ბრალდებულმა მ.შ.-მ, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, ჟურნალისტს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე, "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტ ნათია წითელაურს და "მთავარი არხის" ჟურნალისტ ია გულიაშვილს აგრესიული ქცევით არ მისცა საქმიანობის განხორციელების და სიუჟეტის ჩაწერის საშუალება",- ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში. მათივე ცნობით, ბრალდებულის დაკავება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე და 126-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მოხდა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)