00:39 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-15 18:32:17, 1761 ნახვა

ომი უკრაინაში
სამხრეთ კორეა უკრაინის დასახმარებლად 150 მლნ დოლარს გამოყოფს

სამხრეთ კორეა 2023 წელს უკრაინისთვის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების მოცულობას გაზრდის,- ამის შესახებ კიევში ვიზიტით მყოფმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სოკ იოლმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იუნ სოკ იოლის თქმით, მიმდინარე წელს სამხრეთ კორეა უკრაინის დასახმარებლად 150 მილიონ დოლარს გამოყოფს.

"გასულ წელს ჩვენ უკრაინას მივაწოდეთ ტყვიაგაუმტარი ჟილეტები, ჩაფხუტები და სხვა საჭირო საბრძოლო მასალა. ვიმედოვნებთ, რომ წელს ჩვენი დახმარების დონე გაცილებით მაღალი იქნება. და ჩვენ ვაგრძელებთ ამას. კორეის რესპუბლიკის მთავრობამ გასულ წელს 100 მილიონი დოლარი გამოყო უკრაინის მხარდასაჭერად. წელს ეს მხარდაჭერა 150 მილიონი დოლარი იქნება",- თქვა იუნ სოკ იოლმა.

მისივე თქმით, სამხრეთ კორეა ასევე გეგმავს, გაზარდოს დახმარება უკრაინას განათლების სისტემის აღდგენისთვის.

ცნობისთვის, სამხრეთ კორეის ლიდერი იუნ სოკ იოლი უკრაინაში დღეს, 15 ივლისს მოულოდნელად ჩავიდა. ქვეყნის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრამდე ის ბუჩასა და ირპენში იმყოფებოდა.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics