09:16 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-14 12:51:49, 1066 ნახვა

საზოგადოება
როგორ დანერგა „თიბისის“ ტექ გუნდმა Google-ის გადახდების სისტემა - Google Pay

"თიბისიმ" Google-ის გადახდების სისტემის გამოყენება რამდენიმე თვეა დაიწყო. "თიბისის" მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივება და საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნაა, ამიტომაც ეს სიახლე ერთ-ერთმა პირველმა შესთავაზა Android-ისა და WearOS მოწყობილობების მფლობელებს.

საქართველოში Google Pay-ს სრულფასოვანი შემოსვლის უზრუნველსაყოფად "თიბისის" შიგნით გუნდები გაერთიანდნენ. გლობალური პროდუქტის ქართული ტექნოლოგიური კომპანიის ინფრასტრუქტურაში ინტეგრაცია უმოკლეს ვადაში გახდა შესაძლებელი.

"ძალიან ამაღელვებელი იყო საქართველოში Gpay-ს შემოსვლის უზრუნველყოფაზე მუშაობა, რადგან მოლოდინები მომხმარებელთა მხრიდან ძალიან მაღალი იყო. პროდუქტის დანერგვისას მომხმარებლის ყველა მოთხოვნას და ჩვევას ვითვალისიწნებდით, რაც ძალიან მოქმედებს მოტივაციაზე, როცა იცი, რომ ვიღაც შენ მიერ გაანალიზებულ და დანერგილ პროდუქტს ელოდება და შემდეგ იყენებს ყოველდღიურ რეჟიმში", -  აცხადებს გიორგი მაევსკი, "თიბისის" სისტემური ანალიტიკოსი, ტექ გუნდის წევრი.

"Google-ის მოთხოვნების გაანალიზების და პასუხისმგებლობების გადანაწილების შემდეგ, დავიწყეთ ფიქრი პროდუქტის სამომხმარებლო გამოცდილებაზე (UX). პირველი გამოწვევა იყო UI ნაწილი, რომელზეც Google-ის ინსტრუქციების გათვალისწინებით უნდა გვემუშავა, შემდეგ კი ტექნიკური გადაწყვეტის ამ UI-სთან მორგებაზე უნდა გვეფიქრა. თითოეული ეტაპის გადალახვას სჭირდებოდა Google-ის დასტური",-  ამბობს თეო კეკელია, ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგის გუნდის წევრი.

"თიბისი" ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც მუდმივად ნერგავს ინოვაციურ სიახლეებს. საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილება კი, რომლის ერთ-ერთი კომპონენტია Google Pay-ის სერვისის დანერგვა, თიბისის კულტურისა და ღირებულებების ცენტრალური ხაზია.

Google Pay-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და ხშირად დასმული შეკითხვების სანახავად ესტუმრე ვებგვერდს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics