00:39 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-14 10:46:37, 1668 ნახვა

ომი უკრაინაში
პენტაგონი უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემას ადასტურებს

პენტაგონი ადასტურებს, რომ უკრაინამ დაპირებული კასეტური საბრძოლო მასალა უკვე მიიღო. 

განცხადება აღნიშნულის თაობაზე, 13 ივლისს, პენტაგონში, გაერთიანებული შტაბის ოპერაციების დირექტორმა, გენერალ-ლეიტენანტმა დუგლას სიმსმა გააკეთა.

სიმსს არ დაუკონკრეტებია, გამოიყენა თუ არა უკვე უკრაინამ მიღებული იარაღი.

აღსანიშნავია, რომ კიევისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემა პენტაგონამდე  უკრაინელმა გენერალმა, ოლექსანდრ ტარნავსკიმ დაადასტურა. 

ტარნავსკიმ CNN-თან საუბრისას თქვა, რომ იარაღი უკვე უკრაინაშია, თუმცა ფრონტის ხაზზე მისი გამოყენება ჯერ არ მომხდარა.

ცნობისთვის, 7 ივლისს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას კასეტურ საბრძოლო მასალას გადასცემს.

"რთული გადაწყვეტილება იყო, თუმცა უკრაინას ეს სჭირდება",- თქვა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics