01:20 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-13 09:10:39, 1545 ნახვა

ომი უკრაინაში
ლავროვი - უკრაინისთვის F-16-ების გადაცემას დასავლეთის მხრიდან ბირთვულ სფეროში საფრთხედ განვიხილავთ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უკრაინისთვის F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემის გეგმას "მოვლენების უკიდურესად სახიფათო განვითარებად" აფასებს.

როგორც ლავროვმა რუსულ მედიას უთხრა, კრემლი დასავლეთის ამ ქმედებას ბირთვულ სფეროში საფრთხედ განიხილავს, რადგან  F-16-ის მოდიფიკაციას აქვს სადგამი, რომელზეც შესაძლებელია ბირთვული იარაღის დამაგრება.

"საომარი მოქმედებების დროს ჩვენი სამხედროები ვერ გაიგებენ, არის თუ არა მითითებული ტიპის თითოეული კონკრეტული თვითმფრინავი აღჭურვილი ბირთვული იარაღის მიწოდებისთვის.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ასეთი სისტემების გამოჩენის ფაქტი ჩვენთვის განიხილება, როგორც დასავლეთის საფრთხე ბირთვულ სფეროში", - თქვა ლავროვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics