09:17 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-11 19:32:08, 724 ნახვა

საზოგადოება
დავითულიანი წყნეთში მომხდარ ტრაგედიაზე - აღარ სჭირდება ამას არასწორი ინტერპრეტირება, თავისთავად მძიმე ფაქტია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი წყნეთში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით ოჯახს სამძიმარს უცხადებს. მისი თქმით, ეს უბედური შემთხვევა დაკავშირებული იყო კუსტარული წესით შეყვანილ ელექტროენერგიასთან. 

ამასთან, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს მოზარდის გარდაცვალება სკვერში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უკავშირდება, დავითულიანი განმარტავს, რომ ფანჩატურამდე სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოები მისული არ იყო, შესაბამისად, ოფიციალური მონაცემებით, ფანჩატურს არავინ შეხებია. 

„ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას წყნეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით. ნებისმიერ შემთხვევაში ტრაგედია და უბედურებაა, როდესაც ახალგაზრდა ადამიანი გარდაიცვლება. ეს უბედური შემთხვევა დაკავშირებული იყო კუსტარული წესით შეყვანილ ელექტროენერგიასთან, იქ არსებულ ფანჩატურში. ეს ისედაც მძიმე შემთხვევა და ტრაგედიაა და მგონი აღარ სჭირდება ამას არასწორი ინტერპრეტირება, ისედაც თავისთავად მძიმე ფაქტია. პირველადი მონაცემებით არის ის, რომ ელექტრო გაყვანილობა იყო კუსტარული.  ცნობილია, რომ წარსულში, ადგილზე, მსგავსი უკანონო ქმედება იყო აღკვეთილი და ხელმეორედ მაინც მოხდა როგორც ჩანს, გარკვეული პირების მხრიდან ფანჩატურში ელექტროენერგიის გაყვანა. სამუშაოებს რაც შეეხება, ინტერპრეტაციის ადგილი რომ არ დარჩეს, მოდი ვთქვათ, იქ მიმდინარეობდა გამწვანება, სკვერის რეაბილიტაცია,  მაგრამ ფანჩატურამდე ეს გამწვანება, რეაბილიტაციის სამუშაოები მისული არ იყო. ფანჩატურს ჯერ არავინ შეხებია- ასეთია ოფიციალური მონაცემები“,- განაცხადა ბექა დავითულიანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics