16:06 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-11 17:25:51, 1119 ნახვა

მსოფლიო
პესკოვი - რუსეთი შვედეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საპასუხო ზომების მიღებას გეგმავს

რუსეთი გეგმავს საპასუხო ზომების მიღებას შვედეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის თქმით, ამის შედეგი რუსეთისთვის „ცალსახად ნეგატიური“ იქნება.

მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია გეგმავს იმავე ზომების მიღებას, რასაც ფინეთის ალიანსში გაწევრიანებისას გეგმავდა.

ცნობისთვის, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი თანახმაა, მხარი დაუჭიროს შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას.

სტოლტენბერგის თქმით, თურქეთის ლიდერი შვედეთის წინადადებას ანკარაში პარლამენტს გადაუგზავნის და "რატიფიცირებას უზრუნველყოფს".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics