2023-07-07 16:32:11, 1448 ნახვა
ომი უკრაინაში
ჩეხეთი უკრაინას საბრძოლო ვერტმფრენებს გადასცემს და კიევს F-16-ის პილოტების მომზადებაში დაეხმარება
ჩეხეთის რესპუბლიკა უკრაინას საბრძოლო ვერტმფრენებს გადასცემს და კიევს F-16-ის პილოტების მომზადებაში დაეხმარება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ჩეხეთის რესპუბლიკამ უკრაინაში უკვე გაგზავნა 676 ერთეული მძიმე ტექნიკა და 4 მილიონზე მეტი საშუალო და დიდი კალიბრის საბრძოლო მასალა.
"ჩეხეთი უკრაინას მფრინავების მომზადებაში დაეხმარება, მათ შორის F-16-ის პილოტების და ჩვენ უკრაინას მივაწვდით F-16 ფრენის ტრენაჟორებს, რათა სწავლება არა მხოლოდ დასავლეთში, არამედ უკრაინაშიც მოხდეს", - აღნიშნა ფიალამ.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გუშინ პრაღაში ჩავიდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,