|
2023-07-07 15:43:48, 797 ნახვა
მსოფლიო
ნიდერლანდების წარმომადგენელთა პალატამ ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა
ნიდერლანდების წარმომადგენელთა პალატამ 1932-1933 წლებში მომხდარი ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. აღნიშნულის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულებაTwitter-ზე წერს. კულებას შეფასებით, ნიდერლანდების წარმომადგენელთა პალატამ მტკიცე პოზიცია დაიკავა. "მადლობელი ვარ ნიდერლანდების, რომ მტკიცე პოზიცია დაიკავა წარსული და დღევანდელი სისასტიკისთვის პასუხისმგებლობის აუცილებლობის შესახებ",- წერს კულება. შეგახსენებთ, რომ ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად სხვადასხვა დროს სხვდასხვა ქვეყნებმა აღიარეს, მათ შორისაა გერმანია, რომელმაც ეს გადაწყვეტილება 2022 წლის 1-ელ დეკემბერს მიიღო. ამავე წლის 15 დეკემბერს ჰოლოდომორის გენოციდად აღიარების შესახებ ევროპარლამენტმა რეზოლუცია დაამტკიცა. ევროპარლამენტის შემდეგ, უკრაინელი ხალხის გენოციდად ჰოლოდომორი 2022 წლის 23 მარტს ისლანდიამ, 2023 წლის 29 მარტს საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ (ეროვნულმა ასამბლეამ), 23 მაისს სლოვენიის პარლამენტმა, 25 მაისს ბრიტანეთის პარლამენტმა, 14 ივნისს ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატამ, 28 ივნისს კი, ხორვატიის პარლამენტმაც აღიარა. რა იყო ჰოლოდომორი? მასობრივი შიმშილობა, რომელმაც 1933 წლის პირველ ნახევარში უკრაინის სსრ-ის მნიშვნელოვანი ტერიტორია მოიცვა და დაახლოებით, 2,2 მილიონი ადამიანი შეიწირა. 2006 წელს უკრაინის პარლამენტმა ჰოლოდომორი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად შეაფასა. შიმშილობა გამოწვეული იყო პოლიტიკით, რომელმაც კერძო მეურნეები იძულებით გააწევრიანა კოლექტიურ მეურნეობებში. არსებობს მოსაზრება, რომ ჰოლოდომორი ხელოვნურად იყო გამოწვეული უკრაინული ნაციონალიზმის ჩასახშობად და ამგვარად იურიდიული თვალსაზრისით გენოციდად შეიძლება ჩაითვალოს. სხვა მოსაზრებით, ჰოლოდომორი საბჭოთა ინდუსტრიალიზაციასთან დაკავშირებული რადიკალური ეკონომიკური ცვლილებებით გამოწვეული ტრადიციული შინამეურნეობების მოშლის შედეგი იყო. მსხვერპლნი იყვნენ არა მხოლოდ უკრაინელები, არამედ რუსები, ყაზახები, ვოლგის გერმანელები და სხვები.
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)