17:35 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-06 10:13:24, 1107 ნახვა

მსოფლიო
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის შემთხვევაში ადეკვატური რეაგირება გვექნება

რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის შემთხვევაში პოლონეთს ადეკვატური რეაგირება ექნება,- ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ განაცხადა.

ზბიგნევ რაუს თქმით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმა ნატოს ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს შეეხება.

„ეს იქნება სრულიად ახალი ვითარება. ამიტომ, ჩვენ ადეკვატურად ვუპასუხებთ. ამას შესაბამისი რეაგირება დასჭირდება და ნუ ელით, რომ ზუსტად გეტყვით, რა იქნება ეს პასუხი“,- განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 5 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სახურავზე ასაფეთქებლის მსგავსი ობიექტები განათავსეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics