|
2023-07-06 00:06:18, 916 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ბაკურიანში როდესაც გაიმართა ცნობილი შეკრება, გეგმავდნენ რევოლუციას
ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამ ვითარებაში რისკები არის მაღალი. ამ მაღალი რისკების პირობებში, "რადიკალურ ოპოზიციას" აქვს იმის იმედი, რომ ჩვენთვის დაიბლოკება კანდიდატის სტატუსი პოლიტიკურად, ყოველგვარი 12 პუნქტისგან დამოუკიდებლად, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. კობახიძის თქმით, ოპოზიციის გეგმები აწყობილია იმაზე, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რათა შემდეგ რევოლუციური სცენარის განხორციელება შესაძლებელი გახდეს. მან ასევე აღნიშნა, რომ ბაკურიანის ცნობილ შეკრებაზე, ტრენინგი სწორედ რევოლუციის შესახებ ჩატარდა, ხოლო "რადიკალებს" რომ იგივე გეგმა აქვთ დეკემბრისთვის, რაც გასული წლის ივნისისთვის ჰქონდათ, ეს ზურაბ ჯაფარიძემ გაამხილა. „შეგახსენებთ, ბაკურიანში როდესაც გაიმართა ცნობილი შეკრება, ეს იყო მალევე, როცა ჩვენ წარვადგინეთ განაცხადი, მაშინ ტრენინგი ჩაუტარეს რევოლუციაში, ამერიკელი ექსპერტი ჰყავდათ ჩამოყვანილი. გეგმავდნენ რევოლუციას და პირდაპირ საუბარი ჰქონდათ შემდეგზე: როცა - არავითარი „თუ“ - როცა საქართველოს არ მიენიჭება ივნისში კანდიდატის სტატუსი, ჩვენ უნდა მოვიყვანოთ მოქმედებაში რევოლუციური გეგმა. პირდაპირ ამაზე იყო საუბარი ბაკურიანის შეკრებაზე, იგივე გეგმა გაამხილა, მაგალითად, ზურა გირჩი ჯაფარიძემ ახლა უკვე დეკემბერთან მიმართებით. რადიკალური ოპოზიციის მთელი გეგმები არის აწყობილი იმაზე, რომ ჩვენ დეკემბერში არ უნდა მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი. არამარტო გეგმები, თავიდან ბოლომდე მუშაობენ ამაზე, რომ საქართველოს არ მიენიჭოს დეკემბერში კანდიდატის სტატუსი, რომ ეს შემდეგ რევოლუციური პროცესებისთვის გამოიყენონ.“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, მთავარია ხელისუფლებამ და საზოგადოებამ სიმყარე აჩვენოს, რაც კანდიდატის სტატუსის მინიჭების შანსს უფრო გაზრდის. როგორც კობახიძემ განმარტა, თუ "გლობალური ომის პარტია" დაინახავს, რომ საზოგადოება მერყეობს და იმის მცირე შანსი მაინც არსებობს, სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში რევოლუცია მოხდეს, ამ შემთხვევაში, კანდიდატის სტატუსის მინიჭების შანსები მცირდება. „მთავარია, რაც უფრო მეტ სიმყარეს აჩვენებს ხელისუფლება და პირველ რიგში, საზოგადოება, მით უფრო მეტი შანსი იქნება, რომ ჩვენ მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი. დარწმუნებული ვარ, რომ დეკემბერში ასეთი მდგომარეობით მივალთ, როგორიც დღეს არის : დღეს ხელისუფლება არის მყარად, საზოგადოება არის მყარად, სათანადო პოზიციებზე - თუ ამ მდგომარეობას შევინარჩუნებთ, ამ შემთხვევაში, ბევრად უფრო მაღალი იქნება ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შანსი. თუ გლობალური ომის პარტია დაინახავს მცირე მერყეობას მაინც და დაინახავს იმის შანსს, რომ არმინიჭების შემთხვევაში, მოხდეს ამ ქვეყანაში რევოლუცია, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, შანსები მცირდება. ამიტომ, მთავარია, ჩვენ შევინარჩუნოთ სიმყარე და ეს აუცილებლად ასე იქნება. მე დარწმუნებული ვარ, როგორც ხელისუფლება, ისე საზოგადოება მყარად იქნება იმ პოზიციებზე, რომლებიც შედის ქვეყნის ინტერესებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)