|
2023-07-05 10:47:52, 1799 ნახვა
ომი უკრაინაში
შოლცი - უკრაინული ძალები ომში ძალიან ზუსტად და ორგანიზებულად მოქმედებენ
უკრაინული ძალები ომში ჯერჯერობით ძალიან ზუსტად და კარგად ორგანიზებულად მოქმედებენ,- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბერლინში, რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან, მარსელ ჩოლაკუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. შოლცის თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალები ოპერაციებს „ძალიან მიზანმიმართულად“ გეგმავენ. "გერმანიამ შექმნა პირობები უკრაინის ხანგრძლივად მხარდასაჭერად, თუ ომი დიდხანს გაგრძელდება. ბევრი ქვეყანა შეძლებს მხარი დაუჭიროს კიევს ერთი, ორი, სამი და თუ საჭირო იქნება, მეტი წელი, რადგან ჩვენ არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება სამხედრო კონფლიქტი",- თქვა გერმანიის კანცლერმა. ამასთან, შოლცმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სანამ ომი გრძელდება, უკრაინა ვერ შეძლებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში (ნატო) გაწევრიანებას, რადგან წევრობის კრიტერიუმები მოიცავს „სასაღვრო კონფლიქტების არარსებობას“. კანცლერმა ხაზი გაუსვა ასევე „ნატოს მხრიდან უკრაინის დიდი პრაქტიკული მხარდაჭერის“ მნიშვნელობას, რაც მისი თქმით, მომავალშიც გაგრძელდება.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)