|
2023-07-04 17:03:07, 656 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - მეექვსე პრიორიტეტი ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაა - პარლამენტმა დაამტკიცა 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს მთელ რიგ სფეროებს
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების თაობაზე ანგარიშის წარდგენისას ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის, მედია გარემოს და ადამიანის უფლებებია კუთხით გაწეულ სამუშაოზე ისაუბრა. „მეექვსე პრიორიტეტი ეს არის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა. პარლამენტმა დაამტკიცა ორგანიზებულ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს მთელ რიგ სფეროებს, - ეს არის ორგანიზებულ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, აქ იგულისხმება, მათ შორის კანონიერი ქურდები, ქურდული სამყაროს წევრები და მათი მხარდამჭერები; კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ასევე სამოქმედო გეგმა მოიცავს ბრძოლას ტრეფიკინგის წინააღმდეგ, ბრძოლას ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ და ბრძოლას ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ. ასევე შემუშავდა ახალი პენიტენციური კოდექსი, დამტკიცდა ახალი პენიტენციური კოდექსი ევროპული სტანდარტების შესაბამისად და შევიდა ცვლილებები ფულის გათეთრების შესახებ კანონში „მანივალის“ რეკომენდაციების შესასრულებლად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. აქვე ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა მედია გარემოსთან დაკავშირებულ რეკომენდაციაზე და განაცხადა, რომ განხორციელდა ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში. „რაც შეეხება მედია გარემოს, ამ პრიორიტეტს, აქ არსებითად განხორციელდა ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში. ერთ-ერთი მთავარი ცვლილება უკავშირდებოდა აუდიო ვიზუალური მედია სერვისების დირექტივასთან ჰარმონიზაციის უზრუნველყოფას, რაც იყო ერთ-ერთი რეკომენდაცია წარმოდგენილი ევროკავშირის მხრიდან. როდესაც დაიდო ევროკავშირის პირველადი შეფასება ჯერ კიდევ არ იყო ეს კანონი მიღებული, თუმცა, როგორც კი ეს შეფასება დაიდო, რამდენიმე დღეში, ეს დოკუმენტი დამტკიცდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. რაც შეეხება ადამიანის უფლებებს, ირაკლი კობახიძის თქმით, დამტკიცდა ადამიანის უფლებების სტრატეგია 2022-2030 წლებისთვის. „ასევე საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულია ახალი კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, მთავრობამ დაამტკიცა ასევე ორი სამოქმედო გეგმა ადამიანის უფლებების სფეროში, ეს არის ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს, 1325-ე რეზოლუციის განხორცილების ეროვნული სამოქმედო გეგმა და ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთის შესახებ ეროვნული სამოქმედო გეგმა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)