09:33 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-04 16:29:46, 634 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - დეკემბერში მიღებული იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, მაგრამ ფაქტებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭება ეკუთვნის

კარგად ჩანს, რომ პრიორიტეტები პრინციპულად შევასრულეთ. შესაბამისად, ჩვენ შარშანაც მზად ვიყავით იმისთვის, რომ მოგვნიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, თუმცა, ამ შემთხვევაში, საერთოდ არავითარი საბაბიც კი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კობახიძის თქმით, ხელისუფლებამ, პარლამენტის ჩართულობით, შეასრულა თორმეტივე პრიორიტეტი, რომელიც წარმოდგენილი იყო ევროკომისიის მიერ.

მისივე თქმით, დეკემბერში მიღებული იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, მაგრამ თუ საუბარია ფაქტებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებაზე, ამ შემთხვევაში, საქართველოს აუცილებლად ეკუთვნის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

„რეალურად ეს ყველაფერი, მათ შორის, ეს ბოლო სტატისტიკა აჩვენებს, რომ ხელისუფლებამ, პირველ რიგში, პარლამენტის ჩართულობით, შეასრულა თორმეტივე პრიორიტეტი, რომელიც იყო წარმოდგენილი ევროკომისიის მიერ. რა თქმა უნდა, არის რამდენიმე თვე, ამ რამდენიმე თვის განმავლობაში ეს პრაქტიკაც უნდა დაიხვეწოს. ამ სამ სფეროში, კანონმდებლობასთან დაკავშირებით მზად ვართ კონსულტაციებისთვის, ამაზეც ბუნებრივია არავითარი დაბრკოლება არ იქნება, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო საზოგადოებისთვის და მედიისთვის, რომ ამ ყველაფრიდან ჩანს შემდეგი, ხშირად ციფრებით ადვილად ხდება ხოლმე მანიპულირება, რეალურად შინაარს თუ ჩავუღრმავდებით, ძალიან კარგად ჩანს, რომ პრიორიტეტები პრინციპულად შევასრულეთ. შესაბამისად, ჩვენ შარშანაც მზად ვიყავით იმისთვის, რომ მოგვნიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, თუმცა, ამ შემთხვევაში, საერთოდ არავითარი საბაბიც კი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა, დეკემბერში მიღებული იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება და პოლიტიკური გადაწყვეტილების დროს წინასწარ არასდროს იცი როგორი იქნება მისი შინაარსი, მაგრამ თუ საუბარია ფაქტებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებაზე, ამ შემთხვევაში, საქართველოს, რა თქმა უნდა, აუცილებლად ეკუთვნის კანდიდატის სტატუსის მინიჭება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics