16:30 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-28 13:51:20, 912 ნახვა

საზოგადოება
შსს - სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა მყინვარწვერზე, პოლონელი მაშველების დახმარების გაწევის დროს, ავარიული ინციდენტი განიცადა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის MI-8 ტიპის ვერტმფრენმა მყინვარწვერზე, მეტეოსადგურზე, პოლონელი მაშველების დახმარების გაწევის დროს, ავარიული ინციდენტი განიცადა. აღნიშნულ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვერტმფრენმა, ინციდენტის მიუხედავად, მყინვარწვერიდან თბილისის მიმართულებით გამოფრენა და სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის ბაზაზე მშვიდობიანად დაშვება შეძლო.

"გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის MI-8 ტიპის ვერტმფრენის ავარიულ ინციდენტთან დაკავშირებით.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა, მყინვარწვერზე, მეტეოსადგურზე, პოლონელი მაშველების დახმარების გაწევის დროს, ავარიული ინციდენტი განიცადა.

აღნიშნული ქარის სწრაფი და დაღმავალი მასების უეცარმა გადაადგილებამ განაპირობა. დაღმავალი ჰაერის მასების ცვალებადობის შედეგად, მოხდა ვერტმფრენის წინა შასის მიწასთან შეხება, რამაც გამოიწვია საფრენი აპარატის ამორტიზება, თუმცა, გამოცდილმა და პროფესიონალმა, მფრინავებმა მოახერხეს ვერტმფრენის სტაბილიზება, მეორე წრის განხორციელება, მყინვარწვერიდან თბილისის მიმართულებით გამოფრენა და სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის ბაზაზე მშვიდობიანად დაშვება",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
თამარ ლორთქიფანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics