14:56 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-27 23:43:30, 948 ნახვა

პოლიტიკა
ენმ - „რუსულმა ოცნებამ“ სიკვდილი და ძალადობა ღიად და დაუფარავად დაგვიანონსა

"ნაციონალური მოძრაობა" ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელზე მიშა მშვილდაძეზე და ენმ-ის სამეურნეო სამსახურის თანამშრომელზე დავით ოსიყმაშვილზე თავდასხმებს გამოეხმაურა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მმართველმა პარტიამ "ღიად და დაუფარავად დაანონსა სიკვდილი და ძალადობა", ამ კრიტიკულ ფაზაში კი, "არ უნდა შეწყდეს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლა".

"რამდენიმე წუთის წინ, უცნობი პირები საცხოვრებელ სახლთან დახვდნენ და უმოწყალოდ სცემეს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამეურნეო სამსახურის თანამშრომელს - დავით ოსიყმიშვილს, რომელსაც სახლში სამი მცირეწლოვანი შვილი ელოდებოდა.

დღეს, ტელეკომპანია “ფორმულას” ერთ-ერთ დამფუძნებელს და ტელეწამყვანს, მიშა მშვილდაძეს თბილისში უცნობი პირი თავს დაესხა.

“რუსულმა ოცნებამ”, ივანიშვილმა კობახიძემ და ღარიბაშვილმა ღიად და დაუფარავად დაგვიანონსეს სიკვდილი და ძალადობა!

ამ კრიტიკულ ფაზაში, ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ ჩვენი მომავლისთვის, საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლა!

ძალა ხალხშია!", - ნათქვამია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, "ფორმულას" ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისსხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ესპანეთში ხანძარს 12 ადამიანი ემსხვერპლა, 19-ს კი ეძებენ
უკრაინა აცხადებს, რომ 2026 წლის I ნახევარში რუსული ჯარების ფრონტზე წინსვლა 2-ჯერ შენელდა
ზელენსკის თქმით, ჩინეთმა რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ულტიმატუმი წაუყენა
CNN წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანს ტრამპის მკვლელობის გეგმა აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics