20:10 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-21 15:19:26, 726 ნახვა

საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილემ, ბირთვული ექსპერტიზის საერთაშორისო ტექნიკური სამუშაო ჯგუფის 26-ე ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბირთვული ექსპერტიზის საერთაშორისო ტექნიკური სამუშაო ჯგუფის (ITWG) 26-ე ყოველწლიურ შეხვედრას უმასპინძლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ, რომელმაც მისასალმებელი სიტყვით მიმართა სტუმრებს. შეხვედრის მონაწილეებს ასევე მიმართეს ბირთვული ექსპერტიზის საერთაშორისო ტექნიკური სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა - მაიკლ ქერიმ და მარია ვალენიუსმა.

"შეხვედრის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნო ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) მიმართულებით სამინისტროს შესაძლებლობები და რეაგირების მექანიზმები, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა მიმოიხილა ქბრბ საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგია.

კონფერენციის დასასრულს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მადლობა გადაუხადა ბირთვული ექსპერტიზის საერთაშორისო ტექნიკურ სამუშაო ჯგუფს სიმპოზიუმის საქართველოში ჩატარებისა და ბირთვული ექსპერტიზის მიმართულებით საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისთვის.

სიმპოზიუმში სხვადასხვა ქვეყნის 80-მდე ექსპერტმა და მეცნიერმა მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც ბირთვული ექსპერტიზის შემდგომი განვითარების აქტუალური საკითხები მიმოიხილეს, მათ შორის ბირთვული და სხვა რადიოაქტიური მასალის კვლევის თანამედროვე მეთოდები და მიდგომები.

სიმპოზიუმი აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტისა (DoE) და ევროკომისიის კვლევითი ცენტრის (JRC) ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics