10:13 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-21 10:36:02, 1112 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე 4 პირი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ოთხი პირი დამნაშავედ ცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა უკანონო წვდომა მოიპოვეს უცხოური კომპანიების ელექტრონულ ფოსტაზე და მათი კონტრაგენტი საწარმოების იდენტური დასახელების იურიდიული პირები დააფუძნეს საქართველოში.

„მსჯავრდებულებმა და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირებმა, სინგაპურში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინდოეთსა და საფრანეგთში ოპერირებად კომპანიებს, რომელთა საქმიანობის შესახებ ინფორმაციას ფლობდნენ ელექტრონული ფოსტის მიმოწერიდან, კონტრაგენტი საწარმოების სახელით გაუგზავნეს ცრუ შეტყობინებები და გასაწევი მომსახურების/შესაძენი საქონლის ღირებულება, მოტყუებით გადმოარიცხინეს საქართველოში, მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საბანკო ანგარიშებზე.

აღნიშნული გზით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, 2020 წლის განმავლობაში,  მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ არარეზიდენტი კომპანიების კუთვნილ ჯამში 655 808 აშშ დოლარს.

გამამტყუნებელი განაჩენით ოთხივე მსჯავრდებული ცნობილი იქნა დამნაშავედ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე და სასჯელის სახედ და ზომად  8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics