04:33 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-20 15:48:36, 1570 ნახვა

ომი უკრაინაში
Bloomberg - ევროკავშირი მზად არის, უკრაინას 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტი შესთავაზოს

ევროკავშირი აცხადებს მზადყოფნას, რომ უკრაინას 50 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების პაკეტი შესთავაზოს. აღნიშნულ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ახალი ფინანსური პაკეტის შესახებ სამშაბათს, ლონდონში დონორთა კონფერენციის წინ გამოცხადდება.

Bloomberg-ის ინფორმაციით, პაკეტის ნაწილი მოხმარდება ისეთ ხარჯებს, როგორიცაა ხელფასები, პენსიები და სოციალური შეღავათები.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციის მიხედვით, 50 მილიარდი ევროს გრანტებისა და შეღავათიანი სესხების სახით გამოყოფას თავისი პირობები აქვს, მათ შორის ერთ-ერთი კი უკრაინაში ანტიკორუფციული რეფორმის განხორციელებას ეხება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics