04:33 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-19 09:11:18, 1563 ნახვა

ომი უკრაინაში
ევროკავშირმა პირობა დადო, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების პროცესს დააჩქარებს

ევროკავშირმა პირობა დადო, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების პროცესს დააჩქარებს , - ამის შესახებ ევროკომისარმა შიდა ბაზრის საკითხებში, ტიერი ბრეტონმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის მიერ წარმოებული ომი არის მაღალი ინტენსივობის, რომელშიც უკრაინელები გადამწყვეტ როლს ასრულებენ, აქედან გამომდინარე, როგორც ბრეტონი აღნიშნავს,  უკრაინისთვის შემდგომი მხარდაჭერა არ იქნება დამოკიდებული უკრაინის შეიარაღებული ძალების უშუალო წარმატებებზე.

"ჩვენ ვაპირებთ გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებისთვის. ეს არის მაღალი ინტენსივობის ომი, რომელშიც ისინი გადამწყვეტ როლს ასრულებენ. ჩვენ ვემზადებით იმისთვის, რომ ომი კიდევ ერთ თვეს გაგრძელდება და შესაძლოა უფრო მეტსაც", - განაცხადა ბრეტონმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics