22:47 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-17 13:17:17, 1001 ნახვა

საზოგადოება
„წაგვართვეს ბანერები და 20-მდე კაცმა დაგვიწყო რტყმა, დაგვაგორეს კიბიდან“ - დაპირისპირება თსუ-ში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილს მმართველი გუნდის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად საპროტესტო ბანერების გაშლა და "ოცნების" პოლიტიკის გაპროტესტება სურდათ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

როგორც ერთ-ერთი სტუდენტი ამბობს, როდესაც ბანერის გაშლა სურდათ 20-მდე კაცი გამოვიდა აუდიტორიიდან წაართვეს ბანერი, დაუწყეს რტყმა და პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე კიბიდან დააგორეს.

როგორც სტუდენტები აღნიშნავენ, თავდამსხმელები ირაკლი კობახიძის მიერ იყვნენ ორგანიზებული.

"აუდიტორიაში როცა შევედით, რათა გამოგვეხატა ჩვენი პროტესტი, ჯერ ვიღაც მოძველბიჭო ელემენტები იდგნენ იქ და საქმეებს გვირჩევდნენ, შემდეგ გამოვიდნენ აუდიტორიიდან, აღარ მოერიდნენ არაფერს, პლაკატები წაგვართვეს, სადღაც 20-მდე კაცი გამოვიდა აუდიტორიიდან და დაგვიწყეს რტყმა, კიბეებიდან დაგვაგორეს, ამ დროს დაცვა იქ არ არის, არავინ იქ არაა, შემდეგ მოვიდა დაცვა, რომ გვცემეს და შემდეგ გამოგვათრიეს იქიდან. ეს ის ხალხია, რომლებიც სტუდენტები არ არიან, არიან კობახიძის სპეციალურად მოყვანილი ხალხი", - ამბობს პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics