06:18 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-13 19:06:03, 1601 ნახვა

ომი უკრაინაში
WSJ - აშშ უკრაინისათვის გაღარიბებული ურანის შემცველი სატანკო ჭურვების გადაცემას გეგმავს

აშშ უკრაინისათვის გაღარიბებული ურანის შემცველი სატანკო ჭურვების გადაცემას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The Wall Street Journal-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გაზეთი The Wall Street Journal-ი აღნიშნავს, ამერიკელ მაღალჩინოსანთა ნაწილი მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის ამგვარი ჭურვების გადაცემისთვის სერიოზული წინააღმდეგობა არ არსებობს.

ხოლო თეთრი სახლის რამდენიმე ოფიციალურმა პირმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ აშშ შეიძლება გახდეს ღია კრიტიკის სამიზე ისეთი ჭურვების გაგზავნის გამო, რომელიც შეიძლება შეიცავდეს რისკებს გარემოსა და ჯანმრთელობისთვის.

გამოცემა წერს, რომ ჭურვები გაღარიბებული ურანით ბევრად უფრო ეფექტურია ჯავშანტექნიკის წინააღმდეგ, მათივე ინფორმაციით, თეთრი სახლი ასევე მსჯელობს უკრაინისთვის კასეტური ჭურვების შესაძლო გადაცემაზეც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics